რატი ბრეგაძე: ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს რეალიზებული

Read Time:42 Second

ეს შეთავაზება გაკეთდა სწორედ იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ვეკიდებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებას არ აქვს კონკრეტული მოლოდინი შეთავაზებასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე სახის შეთავაზებას აჟღერებენ, ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულ და მთელ რიგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ პასუხებსაც იღებენ. ამის მაგალითად მან „ვივამედში“ გადაყვანის ეპიზოდი მოიყვანა.

„ამიტომ ჩვენ რაიმე სახის კონკრეტულ მოლოდინებზე და ლოგიკურ შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან ეს შეთავაზება გაკეთდა სწორედ იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ვეკიდებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ სააკაშვილზე პროფესიული, მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ზრუნავს, უცხოელი ექიმების ჩამოყვანა კი მას იმიტომ შესთავაზეს, რომ ბოლო დროს ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ თითქოს ეს მკურნალობა არასაკმარისია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე- “არცერთი მამაკაცი არ არის კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, აქ ვარ ძალიან კატეგორიული და ხისტი”
Next post რას ვყიდით და ვყიდულობთ?-ჩინეთი საქართველოს მე-3 სავაჭრო პარტნიორია