რამდენ ადამიანს სურს მასწავლებლობა და პედაგოგის რამდენი ვაკანსიაა ქვეყნის მასშტაბით?

Read Time:1 Minute, 5 Second

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იმ პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა.
სამინისტროს ინფორმაციით, განათლების კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენაა. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.
ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად,

წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით 1890-მა პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).
ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, რაც განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო მოვლენაა. აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი – 10 კრედიტიანი ბარიერი დაძლია.
”ყოველივე ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული

და მიმზიდველი პროფესია ხდება. რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა, დაახლოებით 51350 საათზე“, – განაცხადა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში,100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.
მოთხოვნაა შემდეგი საგნების მასწავლებლებზე:

  • ბიოლოგია (11)
  • ისტორია (10)
  • მუსიკა (10)
  • ფიზიკა (10)
  • მათემატიკა (16)

რეფორმის მიზანია, სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ესტონურ მოდელზე დაყრდნობით ახალი პროფესიული პროგრამა შემუშავდა
Next post ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს