ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს. როგორც ივანიშვილმა Entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.
„მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით − მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან დადებით რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაიგეგმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა. ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დავით...
თემურ მიქელაძე: დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი და პედიატრი, თემურ მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. „16...
თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური ქსელი მაქსიმალურადაა მობილიზებული – ემატება საწოლფონდი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარების სამართავად, ჰოსპიტალური ქსელი მაქსიმალურადაა მობილიზებული. „ემატება საწოლფონდი. ამ დროისთვის, დაახლოებით, 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული....
საქართველოში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 460 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 082...
რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით
„იმედის კვირა“ თბილისის მერიის მიერ სპორტისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. გადამღები ჯგუფი მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიასა და კულტურის...
Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება
საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა...