პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა

Read Time:1 Minute, 0 Second

პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ამ თემაზე გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად.

„ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რასაც ადასტურებს პარლამენტში გასული პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა, ერთი, და არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური ადგილების – მესამედზე თითქმის მეტი. ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს დემოკრატიული პროცესი იყო სწორი. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ დაგვავალეს, ყველას ერთად, ცხრა პარტიას: „ამ პანდემიის კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა და ერთად მართეთ ქვეყანა, ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 9 პარტია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ პასუხისმგებლობა დააკისრა
Next post ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, ანუ აქტიური შემთხვევების 33-34%