ნიკოლოზ სამხარაძე დეოლიგარქიზაციაზე: საფუძვლად ვიღებთ უკრაინულ კანონს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ხმებით ამ კანონის მიღება არ გვსურს

Read Time:46 Second

დეოლიგარქიზაციის მიმართულებით კონკრეტიკა არ არსებობს, ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია არ გვაქვს არც ევროკავშირის მხრიდან. მათ ეს საკითხი ჩვენ მოგვანდეს და გვითხრეს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ ურჩევნიათ ამ პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინის შემთხვევაში ეს კანონი მათ მოიწონეს. უკრაინისთვის წაყენებულ პირობებში წერია, რომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ კანონის აღსრულებაზე. ამიტომ ჩვენ საფუძვლად ვიღებთ ამ კანონს და მას მივუსადაგებთ ქართულ რეალობას. თუმცა ჩვენ არ გვინდა, ეს კანონი მივიღოთ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. თუ ოპოზიციის მხრიდან ამ კანონს არ ექნება მხარდაჭერა, მაშინ ასეთი კანონის მიღებას აზრი არ აქვს. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს და ვუთხარით, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ამ კანონის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პროექტის განხილვა კომიტეტში ჯერ არ დაწყებულა. თუ ამ კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა ექნება, შემდეგ ვიმსჯელებთ მის მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად ამის მიღებას არ აპირებს“, – აცხადებს სამხარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი: მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული – ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს
Next post ნანა კაკაბაძე-„თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“