ნინო წილოსანი: მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული – ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს

Read Time:28 Second

მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯგუფის წევრობა საშუალებას მაძლევს წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტი, როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღო თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბუნებრივია, ეს ყოველივე უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს.

განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს და გლობალური მობილიზაციის ფარგლებში აიღო სახელმწიფო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ინოვაცია, ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის“, – წერს ნინო წილოსანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი – ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა
Next post ნიკოლოზ სამხარაძე დეოლიგარქიზაციაზე: საფუძვლად ვიღებთ უკრაინულ კანონს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ხმებით ამ კანონის მიღება არ გვსურს