მიხეილ სააკაშვილი: თანამდებობების მაძიებელი არ ვარ, ალერგია მაქვს კაბინეტებზე

Read Time:38 Second
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ორ დღეში რომელიმე თანამდებობაზე მის დანიშვნას გამოაცხადებს.
„ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სფეროში მიიღებს თანამდებობას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Украинская Правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„უახლოეს დღეებში სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ. ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რა თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი იტყვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობას მუშაობაში დაეხმარება“, – განაცხადა წყარომ.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ათენიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან
Next post ინოვაციური მეთოდი გორის ჰოსპიტალში COVID 19-ს წინააღმდეგ