“მის საყარო 2019”-“მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ქალი ჩემი კანისა და თმის ფერით არასდროს ითვლებოდა ლამაზად”

Read Time:38 Second

„მის სამყარო 2019“-ის სილამაზის კონკურსი სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა, ზოზიბინი ტუნზიმ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ბრილიანტის გვირგვინის მოსაპოვებლად  90 მონაწილე იბრძოდა, საბოლოო პრიზი კი 36 წლის  სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა მოიპოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტოების წერენ, ჟიურიზე ყველაზე დიდი გავლენა გამარჯვებულის პასუხმა მოახდინა, იმის შესახებ თუ რატომ უნდა გაიმარჯვოს სწორედ მან.

“მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ჩემი კანისა და თმის ფერით ქალი არასდროს ითვლებოდა ლამაზად. ვფიქრობ მოვიდა დრო, ეს შეწყდეს. მინდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც შემომხედავენ თავისი გამოსახულება დაინახონ.” – ამბობს გამარჯვებული.

დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. კონკურსზე სა­ქარ­თვე­ლოს სახელით თაკო ადა­მი­ა მონაწილეობდა, რომელიც “ვიცე მის სა­ქარ­თვე­ლო 2018” არის.

მეორე ადგილზე პუერტო-რიკოს წარმომადგენელი, 24 წლის მედისონ ანდერსონი, მესამეზე კი 25 წლის მექსიკელი, სოფია არაგონი გავიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალე
Next post გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ნდობის განადგურებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიმაჩნია