მეცნიერების დასკვნით, 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევა 1 საათიან ვარჯიშს უდრის

Read Time:32 Second

უახლესმა კვლევამ, რომელიც კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინის მირთმევა  დღის მანძილზე ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც 1 საათიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში.  ამის მიზეზი კი ბუნებრივი ფიტოალექსინია, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის. ის ხელს უწყობს გულის უკეთ მუშაობას, ზრდის შრომისუნარიანობას, ამაგრებს კუნთებს, რაც საბოლოოდ, ორგანიზმზე ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ჯეისონ დაიკი ამტკიცებს, ესაა საუკეთესო საშუალება ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ დრო სპორტ-დარბაზში სასიარულოდ.

ფიტოალექსინი ახშირებს გულის რითმს, რაც თავის მხრივ ამყარებს გულის კუნთებს, ის ასევეე არეგულირებს შაქრის შემცველობას ორგანიზმში და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ასევე მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინო ამცირებს გონებრივი ჩამორჩენისა და სიმსივნის განვითარების რისკებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დროა, უკვე ცოლი შევირთო“
Next post ვინ არის 25 წლის ულამაზესი გოგონა რომელმაც თავი მოიკლა (ფოტოები)