მარინა კალიურანდი: თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე და ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება რეფორმებზე

Read Time:48 Second

მოხარული ვარ მინისტრებთან შეხვედრით. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. არაჩვეულებრივი საუბარი შედგა. ძალიან საინტერესო იყო მოგვესმინა სამი მინისტრისთვის. მათი ხედვა, ინტერესები, წუხილები, ამბიციური გეგმები – ყველაფერზე მოვახერხეთ მსჯელობა. ძალიან დიდი ინტერესი იყო ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ევროპარლამენტარების ვიზიტი გაიმართება ივლისის დასაწყიში საქართველოში. იქნება ასევე ჟან მონეს დიალოგის შეხვედრა, რაზეც ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და მოლოდინებს. ძალიან მალე დაიწყება მზადება სამიტისთვის, რომელიც ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე და ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება რეფორმებზე. ყველაფერი თქვენს ხელშია. აქცენტი გავაკეთოთ მნიშვნელოვან საკითხებსა და ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც მიგვიყვანს მიზნამდე მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. ასოცირებული ტრიოს დაფუძნებას ვულოცავ სამივე ქვეყანას. ძალიან კარგი იდეა იყო და გვიხარია, რომ ეს ფორმატი უკვე მუშაობს, ფუნქციონირებადია, არაჩვეულებრივი პლატფორმაა და ეფექტიანი იქნება. სამიტის დეკლარაციის არსებით შინაარსზე მოლაპარაკებები იქნება. მე მოვუწოდებ ყველას ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა გავცვალოთ იდეები, ინიციატივები და გავაღრმაოთ ურთიერთობები. აქცენტი გავაკეთოთ მთავარზე, არსებითზე და ამისთვის მაქსიმალური ენერგია და რესურსი ჩავდოთ“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი დაწესდება
Next post მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია