მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი დაწესდება

Read Time:29 Second

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში – აღნიშნული ჩანაწერი დაემატა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან თავიდანვე იყო დაყენებული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის ბარიერის შემოღების თაობაზე.

„შემოთავაზებული იყო 40%-იანი ბარიერი. დღეს სამუშაო ჯგუფში გვქონდა ამაზე მსჯელობა და ეს მიდგომა გავიზიარეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტი დევნილი გოგონებისთვის
Next post მარინა კალიურანდი: თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე და ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება რეფორმებზე