მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაზე: გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი

Read Time:39 Second

გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „იმედის კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ასეთი არჩევანი პარტიის სამომავლო გეგმებზე მეტყველებს.

მსჯავრდებულიები, ბრალდებულები, ფულიანი ადამიანები და ცოტა ნორმალური, მეტყველების უნარით ვინც კი ჰყავდათ და ცოტა ერუდიციით, ისინი გადასწიეს შემდეგ პლანზე. იმიტომ რომ მათ არ უნდათ საარჩევნო შედეგებზე იფიქრონ. მათ უნდათ იფიქრონ კრიმინალურ შედეგებზე, რაღაც რევოლუციურ სცენარებზე, დესტაბილიზაციაზე. ყველაფერი ამაზე მეტყველებს. ათასი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანს მოაფიქრდეს, იკითხება იმ სიაში, რომელსაც დაიდებთ წინ და მიხვდებით: კრიმინალები, მსჯავრდებულები, ბრალდებულები, დიდი ფულის პატრონები და არა პოლიტიკოსები. ან პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულთა ასოცირდებიან ისე, რომ გამოუსწორებელია მათი რეიტინგი და რეპუტაცია“, – ამბობს მდინარაძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია ცესკოში ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, 1-ელ ოქტომბერს შეიტანა. სიის პირველი ნომერი ვახტანგ კიკაბიძეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემის მოსახლეობას შეხვდა
Next post საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება