მამუკა მდინარაძე: ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში არ არის? – ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ

Read Time:42 Second

ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში არ არის?! – ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებას, რომ ხელისუფლების რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეთანხმებული და დაგეგმილი.

„ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ? ადამიანის, რომელიც რეალურად პოლიტიკაში არ არის. პირველი – იმიტომ, რომ ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ. ორივე აქვთ კომპლექსი და შიში. 2012 წლიდან მოყოლებული, სადაც ეს ადამიანი იყო ჩართული ყველგან დაამარცხა. ის მავნე პრაქტიკა თუ წარსული, რაც ამ ქვეყანაში იყო, ამ ადამიანის ანგარიშზეა, დაამარცხა. ამის კომპლექსი აქვთ. რაღაც სალაპარაკო ხომ უნდა ჰქონდეთ დღეს?

არსებობენ კონკრეტული ძალები, მათ შორის, დასავლეთშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შემოაბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. როდესაც ეს ადამიანი ამას არ აკეთებს, პოლიტიკიდან დისტანცირებულია, პიარის საფუძვლად სჭირდებათ, რომ ებრძოლონ პოლიტიკიდან წასულ ადამიანს, თითქოს არ გასულა, მეორე მხრივ, დააშანტაჟონ, საერთო შანტაჟის სქემაში ჩაერთონ „წარმატებულად“,- აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა
Next post შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მოსახლეობისა და ევროპული მომავლის წინაშე არ არის პატიოსანი, რომ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა