რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კრივოი როგის რაიონზე „ურაგანის“ სარაკეტო სისტემით განხორციელებული იერიშის შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი კი, დაშავდა.
„ურაგანის“ სისტემით დაბომბეს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონის ქალაქი ჩუგუევი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც დაბომბვის დროს საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამაგრებას უკრაინის სამხრეთში და ამზადებენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისასვლელად.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...
ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ...
ისრაელის საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება… იქნება GPS შეფერხებები – დანიელ ჰაგარი
ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ირანიდან თავდასხმის დაწყებას ადასტურებს. პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანიდან გაშვებული ათობით თვითმფრინავი ისრაელისკენ მიემართება. მისი თქმით, ისრაელის საჰაერო...