შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მოსახლეობისა და ევროპული მომავლის წინაშე არ არის პატიოსანი, რომ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა
საარჩევნო ბარიერი არის ცალკე საკითხი, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს ან გადაწყდეს.
„ჩვენ ამ პროცესს უნდა შევხედოთ ევროკავშირის პერეპექტივიდან, ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებას. ანუ, თუ გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ჩვენი მიზანია, ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილება. რეკომენდაციები შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნების ანალიზს და მის გათვალისწინებას „საარჩევნო კოდექსში“. საარჩევნო ბარიერი არის ცალკე საკითხი, რომელსაც 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არ არის ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს ან გადაწყდეს. ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ – თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება ბევრი იყო. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი.
„გირჩს“ საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები. უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი – ერთია ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და ამას უნდა მივყვეთ, სხვა საკითხები არ არის ევროკავშირის საკითხი. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...