მამუკა მდინარაძე: არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას, ოპოზიციაში კი აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ

Read Time:1 Minute, 44 Second

ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პროცესებში.

„არის რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც უნდა შეაფასო, მაგალითად, უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, ან რაიმე ფორმით გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე. ყველა სხვა პირობა რომ დაკმაყოფილებული იყოს, ამის გარეშე ადამიანს ვერც კანონით, ვერც ისე ვერ დაარქმევ ოლიგარქს. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რადგან არ არსებობს ეს რეალობა, ეს მოცემულობა, შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ არის სხვა კრიტერიუმები, რომ გავლენას ახდენს, აფინანსებს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას – არ აფინანსებს, შესაბამისად, მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ადამიანს უწოდო ოლიგარქი, შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი. ფეიკი რომ არის ამასთან დაკავშირებული მათი ყველა წინადადება და რომ ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი.

ფეიკი რომ არის ამასთან დაკავშირებული მათი ყველა წინადადება და რომ ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი. ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად ხომ რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, რაც გნებავთ, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ახლა, ამ ჩიხის გამო ამბობენ, რომ არ გვაწყობს ეს კანონი. ანუ, უკრაინაში რაც კარგია, ჩვენთან არ აწყობს ოპოზიციას და ახლა უნდა ვიაროთ მათ დაკრულზე. გავაკეთოთ ისე, რომ ვიმსჯელოთ ამ თემაზე, თუ აწყობთ, გადმოვიტანოთ უკრაინული კანონმდებლობა და პირდაპირ მივიღოთ, ამაზე თანახმა ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რას სთავაზობს მათ საოკუპაციო რეჟიმი, მათი მომავალი არის ბუნდოვანი – ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ
Next post ლუკა მაისურაძე – მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის მივდივარ