არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რას სთავაზობს მათ საოკუპაციო რეჟიმი, მათი მომავალი არის ბუნდოვანი – ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ

Read Time:35 Second

რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც ატარებს რუსეთი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილებები რასაც ვხედავთ, რომელმაც ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზეთშიც, მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებისთვის არის გაუგებარი, თუ რას სთავაზობს საოკუპაციო რეჟიმი მათ და მათი მომავალი არის ძალიან ბუნდოვანი და საშიში, მითუმეტეს როცა ომის ფონზე, გაწვევის პროცესი აქტიურდება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ ყველაფერს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას, რომლის თანახმად, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა
Next post მამუკა მდინარაძე: არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას, ოპოზიციაში კი აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ