მამუკა მდინარაძე- “არცერთი მამაკაცი არ არის კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, აქ ვარ ძალიან კატეგორიული და ხისტი”

Read Time:33 Second

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ქალთა მიმართ ძალადობას და ფემიციდის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ის დანაშაული, რომელზეც ყველა უნდა საუბრობდეს ხმამაღლა და მოძალადეებს ამხელდეს.

“მე მინდა მივმართო ყველა მამაკაცს და საქართველოში კარგად გამიგებენ – არცერთი მამაკაცი არ არის კაცი, რასაც ქართველები ვეძახით, რომელიც ქალზე ძალადობს. ყველას აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლისგანაც ეს მოდის და სჩადიან საზარელ დანაშაულს, რომლის დაგმობა კი არა, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს და ამის წინააღმდეგ ასეთი სიტყვებით, განცხადებებით, ქმედებებით გამოვიდეს. უნდა ვამხილოთ ყველა, ვინც ასეთ საზარელ დანაშაულს სჩადის ქალის მიმართ. აქ ვარ ძალიან კატეგორიული და ხისტი. ეს სათქმელია აუცილებლად – არცერთს კაცი არ ჰქვია, ვინც ქალზე ძალადობს,”  – განაცხადა მდინარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, მასზრე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც მას ესჭიროება
Next post რატი ბრეგაძე: ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს რეალიზებული