მამუკა მდინარაძე – არჩევნების გადადება ფიქრადაც არ გაგვივლია, ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს

Read Time:1 Minute, 9 Second
ოპოზიციის მხრიდან დაბრალება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება სჭირდებაო. ეს ფიქრადაც არ გაგვივლია, არჩევნების გადადების არანაირი საჭიროება არ არსებობს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა არჩევნების გადადების საფრთხე. მდინარაძის განცხადებით, ვირუსთან თანაცხოვრება ეკონომიკის არჩაკეტვასთან ერთად, არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს. „ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. ქვეყნის მასშტაბით, დღეში 200-მდე ტესტი კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე იყო. იყო ქვეყნები, სადაც სიკვდილიანობა 10-15 პროცენტამდე იყო. ჩვენ ყველაზე კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. მსოფლიოს მიდგომა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, სწორია, რადგან ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები რაც გამართლებული იყო პირველ ეტაპზე და რისი შედეგიც ვნახეთ, ახლა გამართლებული არ არის და მსოფლიოც ასე იქცევა. არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ – არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის. ამავე დროს, სიკვდილიანობის პროცენტის ასე შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად არ მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა ერთი წელი იყოს და ეკონომიკას ვერავინ გააჩერებს. პირველ ეტაპზე, როცა ვირუსს არ იცნობდნენ, ჯანდაცვის სისტემა ასეთი მომზადებული არ იყო, მაშინ საჭირო იყო ის ღონისძიებები, რამაც შედეგი მოიტანა, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა არ არის, ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან დაბრალება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება სჭირდებაო. ეს ფიქრადაც არ გაგვივლია. ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს. არჩევნების გადადების არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე
Next post არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება