იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. “მამაჩემი დამსახურებული ტრანსპორტელი იყო. საქართველოში ეს წოდება თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს აქვს. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელი და შინაურია. ჩემი ოჯახია და თითოეული ტრანსპორტელი ჩემიანია, ჩემთვის მათი პრობლემებიც ახლობელი და მნიშვნელოვანია. გუნდთან ერთად ყოველთვის მხარს ვუჭერ მათი პირობების გაუმჯობესებას”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, ქუთაისს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება. “60 ახალი, კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, რაც გაუიოლებს მუშაობას ქუთაისელ ტრანსპორტელებს და მგზავრობას ჩვენს თანაქალაქელებს. მით უმეტეს დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენური ნორმების და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვაპირებთ ამით შემოვიფარგლოთ. თუ კი გვინდა ქუთაისი ევროპულ ქალაქად ვაქციოთ, უნდა დავიწყოთ ქუთაისური სერვისებით, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით, მომსახურების დონის ამაღლებით. ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენს გვერდით იქნებიან ყველა საინტერესო ნოვაციის დროს, ჩვენთან ერთად იზრუნებენ სერვისისა და ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...