ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება

Read Time:50 Second

სენატში ითქვა, რომ ზუსტად „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანაში მიგვეღო უფრო მრავალპარტიული პარლამენტი. ასე რომ, პროგრესი სახეზეა, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება და დახმარების პაკეტი წელს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დიდია. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა გვაქვს. სენატორი ჯონსონი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ არ გადავუხვიეთ კურსს და განვაგრძეთ მიზნისკენ სვლა. ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა იყო სენატში იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს და ძალიან შინაარსიანი რეკომენდაციები მოვისმინეთ. საქართველოს კიდევ სჭირდება რეფორმების ჩატარება და ამის აღიარებაა პროგრამა, რომლითაც ჩვენი პარტია ამომრჩევლების წინაშე წარდგა. ჩვენ რომ რეფორმები გვჭირდება, მათ შორის საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესების კუთხით, ამას ადასტურებს პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეყრდნობა ეუთოს დასკვნებს. სენატში ითქვა, რომ ზუსტად „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანაში მიგვეღო უფრო მრავალპარტიული პარლამენტი. ასე რომ, პროგრესი სახეზეა, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ამას აკეთებენ ყოველ ჯერზე იმიტომ, რომ არ უნდათ მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით
Next post სერგი კაპანაძე – ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ