სერგი კაპანაძე – ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ

Read Time:37 Second

ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ კანონპროექტების მიღება არ შეიძლება.

„ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ ორი აბსოლუტურად არარელევანტური და მავნებლური კანონპროექტის ავტორებს უბრალოდ უნდა რცხვენოდეთ. ვენეციის კომისიამ პირდაპირ უთხრა, რომ ამ კანონპროექტების მიღება არ შეიძლება, ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, არ არის დაცული არც პროპორციულობის და არც სამართლიანობის ტესტი. მოკლედ, არ შეიძლება ამის გაკეთება. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ არავის და არაფერს აღარ უსმენს, მაგრამ ფაქტია, ვენეციის კომისიამ ეს ორივე კანონპროექტი საფუძვლიანად დაიწუნა. ეს იყო სადამსჯელო კანონპროექტები. მათ ეგონათ, რომ ამ კანონების გატანის შემთხვევაში, ოპოზიციას შეაცვლევინებდნენ გადაწყვეტილებას ბოიკოტთან დაკავშირებით და ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება
Next post კახა კუჭავა: ყველა პარტია თავისი მოკლევადიანი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იფიქროს