ირაკლი ღარიბაშვილი – წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის შეძენილ ძვირად ღირებულ ვერტმფრენს უკან გადავცემთ გამომშვებ ქარხანას, სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ

Read Time:52 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაყიდონ წინა მთავრობის დროს შეძენილი ძვირად ღირებული ვერტმფრენი და სანაცვლოდ შეიძინონ სამი ახალი ვერტმფრენი.

„გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილი იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ევრო არის გადახილი ამ ვერტმფრენში. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახლა ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ. ისეთებს, რომლებიც გამოგვადგება ჩვენ სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციისთვისაც. ახლა უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა შათირიშვილი – საერთაშორისო მედიაში როგორც არაერთხელ დაიწერა, ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის უკანასკნელ უკრაინელამდე, საქართველოსთვისაც იგივე როლი ჰქონდა მოაზრებული
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო, რომლის დავალებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სამი თვითმფრინავი უმოკლეს დროში ჩაერთო