ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო, რომლის დავალებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სამი თვითმფრინავი უმოკლეს დროში ჩაერთო

Read Time:34 Second

მინდა, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომლის დავალებით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თურქული თვითმფრინავები უმოკლეს დროში ჩაერთნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა თავის კოლეგას და გადასცა ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე. მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში სამი თვითმფრინავი გამოიგზავნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას არ დავივიწყებთ ქართველები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. მინდა, მფრინავებს განსაკუთრებით გადავუხადო მადლობა, ასევე ჩვენს საამაყო მაშველებს, პოლიციელებს, ჯარს და ყველას“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის შეძენილ ძვირად ღირებულ ვერტმფრენს უკან გადავცემთ გამომშვებ ქარხანას, სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ
Next post რატი ბრეგაძე – არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ და მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს