ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია

Read Time:51 Second

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის – პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლიტიკის შედეგი – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“- ის ეთერში.

მისი თქმით, როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ ყველაზე მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.

„ ჩვენ გვახსოვს „გაბედული და თამამი გადაწყვეტილებები“ 90-იან წლების დასაწყისიდან მოყოლებული. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ მეორე დღეს როგორ დაიწყო სამოქალაქო ომი, 2 წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80 პროცენტი და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის იმის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეგიძლია მიგიყვანოს.

სხვა ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული 90-ან წლებში და მომდევნო დეკადაში და ჩვენ ვამბობთ რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის – პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლიტიკის შედეგი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დმიტრო კულება – რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს
Next post მიხეილ სააკაშვილი: უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ