მიხეილ სააკაშვილი: უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ

Read Time:32 Second

ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ , – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გამარჯვება სულ ახლოსაა. როდესაც ირპენზე, ხარკოვსა და კიევზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ გალზე, ოჩამჩირეზე, სოხუმსა და გაგრაზე, ასევე ცხინვალსა და ჯავაზე.

უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩემეულ კონცეფციას წარვუდგენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა.

ის, უკრაინის გათავისუფლებასთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად რჩება და კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველამ, ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია
Next post The New York Times-რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა