ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ

Read Time:1 Minute, 28 Second

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს მართლმადიდებლობის დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლების ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი – მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს, თავყანს ვცემთ მას.

ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ემის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაუხსნას გონება, რათა იცნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას.

ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო პატრიარქის, დიმიტრიოსისდროს, ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, კამათი და მსჯელობა იმისთვის, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიისა. ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისთვის, მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვცნოთ საქართველოს ავტოკეფალია.

მეთერთმეტე საუკუნეში იყო ასეთი კანონისტი, კანონების მცოდნე ადამიანი ვალსამონი. ის სხნიდასაეკლესიო კანონებს. ეს ვალსამონი ამბობს: ამბობენ, რომ კვიპროსის და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია. იყო მსჯელობა, როდის მიიღეს – ნეტარი პეტრეს დროს. ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათალიკოსი. ანტიოქიაშიც პეტრე იყო. იყო მსჯელობა, რომელი პეტრეა ეს – მეთერთმეტე თუ მეხუთე საუკუნის. მე ვუთხარი, ვალსამონი რომ ამბობს, ამბობენო, ეს იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია. იყო ასევე საუბარი რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთ ავტოკეფალიასო.

მე ვუთხარი, რომ ავტოკეფალია მეხუთე საუკუნეში მივიღეთ, ამიტომ თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, არამედ უნდა სცნოთ. სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. ამ დღეს იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობის. ეს ორი სიგელი ინახება საქართველოს საპატრიარქოში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია, რადგან მთელი კულტურა, ისტორია და ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით არ ვიცით. დალოცვილი და გახარებული იყავით“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვებს ოჯახის ამბები გარეთ გააქვთ…
Next post “დედაჩემი არაადამიანია”