როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვებს ოჯახის ამბები გარეთ გააქვთ…

Read Time:1 Minute, 13 Second

ბავშვები ხშირად განიხილავენ ოჯახში მომხდარ ამბებს მეზობლებთან ან თანატოლებთან. ხშირად ბავშვის ამ გაუაზრებელი თუ გააზრებული ქმედების გამო უფროსებს უჩხუბიათ კიდეც – რძალ-დედამთილს, მეზობლებს და ა.შ. რატომ უჩნდებათ მათ ეს მოთხოვნილება?

როდესაც ოჯახური საქმეები გააქვს ბავშვს გარეთ, მნიშვნელოვანია ასაკი გავითვალისწინოთ. 3 წლამდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია პროგნოზირება, რას სად იტყვის. გამომდინარე აქედან, არ შეუძლია განსაზღვროს რა მოჰყვება
მის სიტყვებს. რატომ არის ეს არასწორი ან სწორი. 3 წლამდე ასაკის ბავშვს ამის გააზრება არ შეუძლია. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მშობელმა. მან უნდა გაიაზროს, რა ინფორმაციას აჰკიდებს ტვირთად, თუ შეიძლება ასე ითქვას, 3 წლის ბავშვს იმისთვის, რომ ეს ატაროს. ამ ასაკის ბავშვებისთვის მშობელი უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციას აწვდის ბავშვს. და არ შეიძლება ამ დროს აკრძალვა ან ჩხუბი, რომ არ მოყვეს ესა თუ ის რაღაც გარეთ, სხვასთან. შეიძლება მომავალში ეს საფუძვლად დაედოს, რომ ბავშვმა სიმართლე არ უნდა თქვას. ჩვენ არ ვიცით როგორ გადაამუშავებს ამას მისი ფსიქიკა. გამომდინარე აქედან, ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრება ბავშვებისთვის, არაგონივრულია მშობლების მხრიდან.

5 წლიდან ბავშვებში კი მნიშვნელოვანია, რა მოტივი აქვს ბავშვს. ყოველთვის უნდა გავარკვიოთ მოტივი. თუ კი ბავშვი იზრდება ოჯახური სკანდალებისა და გარჩევების ფონზე, მას ეს 3 წლის ასაკში აღმოცენებული შფოთი უგრძელდება 5 წლის ასაკშიც და ელოდება სიტუაციის განმარტებას სხვა ადამიანებისგან იმიტომ, რომ ოჯახში არ აქვს საკმარისი ემოციური კონტაქტი. ამიტომ, ყოველთვის მშობელმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, როდესაც ჩემი შვილი ამას არჩევს მეზობელთან, რას იღებს ის ემოციურ დონეზე. ხანდახან ამას ემოციური კომუნიკაციის ნაკლებობის გამო აკეთებს, ხანდახან ეს არის ყურადღების მიპყრობის საშუალება, ხანდახან ეს არის მანიპულაცია.
საბოლო ჯამში სჯობს მსუბუქ იუმორში გაუტაროთ, რომ შემდეგ არ გამოიწვიოს უკურეაქცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები – ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
Next post ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ