იაგო ხვიჩია: როგორც სიგარეტი, ასევე მარიხუანა ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილია

Read Time:46 Second

გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში მარიხუანის მოწევაც ისევე ჩვეულებრივად უნდა აღიქმებოდეს, როგორც თამბაქოს მოწევა.

„მე არ ვეწევი სიგარეტს და არ მომწონს, როცა ჩემს ირგვლივ ეწევიან და სიგარეტის სუნი ხელს მიშლის სუნთქვაში, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველგან არის მესაკუთრის გადასაწყვეტი. თქვენს სახლში რომ მოვიდეს ვიღაც და თქვენს მეგობრებს მოწევა აუკრძალოს… თუმცა რაც შეეხება მარიხუანის საკითხს და მის შედარებას სიგარეტთან. რა თქმა უნდა, კლასში, სკოლის მოსწავლეებთან სიგარეტის არ მოწევას მეც ვეთანხმები, რომ მათ კვამლი არ ისუნთქონ, მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს გვითქვამს, რომ მოდი ბავშვებმა არ დაინახონ ვიღაცეები სიგარეტს რომ ეწევიან, ასე ხომ არ ვუყურებთ მწეველებს, თუ სიგარეტის მწეველებს არ ვუყურებთ ასე, ჩემი აზრით არც მარიხუანის მწეველებს არ უნდა ვუყუროთ ასე.

ისევე როგორც სიგარეტი, მარიხუანაც ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილია. მათავარი სათქმელია, მორალურ ჭრილში როგორ უყურებ – ეს გასაკიცხია რამე თვალსაზრისით? სკოლაში მოწევის აკრძალვა გასაგებია, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აკრძალვა, მაგალითად პარკში რომ ვიღაც ზის , თავისთვის ეწევა, ეს აკრძალულია?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქალაქის სავიზიტო ბარათად უკვე ქცეული გიგანტური საათი ნიკოლოზ მეტრეველის ავტორობით
Next post საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 მოუგო