საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 მოუგო

Read Time:53 Second

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, უეფას ერთა ლიგა მოგებით დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, პირველ სადებიუტო შეხვედრაში, გასვლაზე ყაზახეთი 0:2 დაამარცხა და ჯგუფის ფავორიტია.

მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა 100%-იანი საგოლე მომენტები გაცვალეს. საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ნავალოვსკის გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მასპინძლებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს. რამდენიმე წუთში, ეპიზოდის გმირი კვლავ ნავალოვსკი გახდა, რომელმაც ეროვნული გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევარში ვლადიმირ ვაისის გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა. გიორგი ჩაკვეტაძე კი 69-ე წუთზე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ფორმატის ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩაკვეტაძის გოლი ეფექტური გამოვიდა.

19 წლის ნახევარმცველმა მეორე საგოლე ეპიზოდშიც ლომის წვლილი დაიდო. მოედნის ცენტრიდან ბურთი ყაზახების საჯარიმომდე ჩაიტანა, სადაც მარცხნივ გადაცემა ვაკო ყაზაიშვილს გაუკეთა, მისი დარტყმული კი მასპინძელ მალის მოხვდა და კარში შევარდა – 0:2.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, ვლადიმირ ვაისისთვის ეს პირველი ოფიციალური მოგებული მატჩია. სლოვაკი სპეციალისტი, ეროვნულ გუნდს 2016 წლის მარტიდან წვრთნის.

ერთა ლიგის D ქვეჯგუფის პირველი ჯგუფის მეორე შეხვედრა, ლატვიასა და ანდორას შორის, თბილისის დროით – 22:45 სააათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები, მეორე დაპირისპირებას, 9 სექტემბერს, “დინამო არენაზე” ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: როგორც სიგარეტი, ასევე მარიხუანა ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილია
Next post დიდ ბრიტანეთში სტუდენტს ფრჩხილის კვნეტის გამო დაინფიცირებული თითი მოაჭრეს