თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება და სანაცვლოდ ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოეწყობა

Read Time:46 Second

თბილისში არსებული 38 საფეხმავლო ხიდიდან 19-ის დემონტაჟი განხორციელდება და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

როგორც მერმა აღნიშნა, დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს როდესაც ვახორციელებთ, დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითად მოსიარულეთათვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებასა და ე.წ. ზებრა გადასასვლელებს. ამ სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია. არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი, შარტავაზე, მერიის წინ ხიდი სრულიად უფუნქციოა. საჭიროა ხიდების დემონტაჟი განვახორციელოთ ყველა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ.

„ყველგან, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება
Next post მეცნიერების ახალი აღმოჩენა – მამაკაცს და ქალს ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეძინოთ