მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

Read Time:42 Second

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ევროკავშირს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა.

„ბიზნეს აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ, რომელთაც ამ პროექტის საშუალებით, მათ განხორციელებაში დავეხმარებით. გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული და ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ, ამ საინტერესო იდეების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწიებს.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ჯაში მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მოითხოვს.  
Next post თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება და სანაცვლოდ ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოეწყობა