თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

Read Time:39 Second

2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით და „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით, 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით დამტკიცებული არ არის. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სამსახური ხელმძღვანელობს აღნიშნული სტრატეგიით, რის შედეგად ქალაქის მასშტაბით განხორციელებულია რიგი ღონისძიებები, მაგალითად, ახალი ავტობუსების შემოყვანა, ავტობუსის მოძრაობის ზოლების დამატება და სხვა, თუმცა აღნიშნულ სტრატეგიაში არ არის მკაფიოდ გაწერილი მცირე ზომის ავტობუსების შემოსაყვანად აუცილებელი ღონისძიებები,”- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თბილისის მერიიდან მიღებული განმარტებით, ავტობუსების მიერ პტი-ს გაუვლელობა  მხოლოდ გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობით არის გამოწვეული.

აუდიტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს 120 მილიონი ლარი დაუჯამდა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორციხავს
Next post “უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!” – ნოე სულაბერიძეს დედა დაეღუპა