თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორციხავს

Read Time:25 Second

თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორციხავს.

„ჩვენ ერაყის მთავრობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ქურთისტანის მუშათა პარტია სინჯარში ახალი კანდილის მოწყობას გეგმავს. თუ თქვენ არ შეუშლით მათ ხელს, ერთ ღამესაც შეიძლება ჩვენ შევიდეთ სინჯარში და იქ წესრიგი დავამყაროთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სირიის იმ რაიონებში, რომლებსაც ქურთები აკონტროლებენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.

აფრინის რეგიონში 1.5 მილიონი ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ 20 იანვრის შემდეგ ატარებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყაზტრანსგაზ-თბილისს $40 მილიონად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ყიდულობს
Next post თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა