“უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!” – ნოე სულაბერიძეს დედა დაეღუპა

Read Time:1 Minute, 14 Second

“დღეს დავკარგეთ უძვირფასესი ქალბატონი, კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი…
ჩემო ნოე, იშვიათად მინახავს ასეთი დედა-შვილობა, შენი მწუხარების მოზიარე ვარ, მეგობარო”… – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მომღერალი ანრი ჯოხაძე.
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ანრი ჯოხაძის პოსტს შემდეგ კომენტარს უწერს: “როგორ დამწყდა გული… მაინც იმედი მქონდა ბოლომდე. ვიზიარებ ნოეს ტკივილს. სულ სხვანაირი გავიცანი იმ დღეებში. საოცარი შვილი ყოფილა”…

ყველას კარგად ახსოვს ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა 3 მარტს, დედის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში, რომელმაც ბევრი შეძრა:
– ამ გადაცემისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით, გვინდოდა გ

ამორჩეული დღე მოგვეწყო ჩვენი დედებისთვის, ამ შემთხვევაში მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა, რადგანაც დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება… დღეს დედაჩემზე მოგიყვებით: მე დედისერთა ვარ! მამაჩემი 15 წლის, რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, და მუსიკის გარდა ყველა საქმიანობაში გამოუცდელ ლილის ძალიან ბევრი რამის აღება მუწია საკუთარ მხრებზე.
ლილი კომოზიტორია შავერზაშვილების ცნობილი დინასტიიდან, ახალგაზრდა ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო გამოჩენილი კომპოზიტორების – დავით თორაძის და იონა ტუსკიას მოწაფე. მისი ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ დედაჩემია, ის უბრალოდ ძალიან მზრუნველი და კეთლია, ნიჭიერი და განათლებული… ზევით ტყუილად არ მიხსენებია ჩემი დედისერთობა, საკუთარი დედისერთობა. ეს ნ

ამდვილად სინდრომია ამ სიტყვის ყველაზე კეთილი და პოზიტიური გაგებით. ჩემმა დაბადებამ ლილის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა და პირველივე დღიდან ჩემზე გახდა ორიენტირებული. ამ გადმოსახედიდან, ლილი, მინდა, შენ მე დიდი მადლობა გითხრა, იმისთვის, რაც მე ცხოვრებაში მომეცი. თუნდაც მაიძულე, რომ გამეკეთებინა და მესწავლა. ყველაფერი იმაზე მეტად გამომადგა, ვიდრე როდესმე ამას წარმოვიდგენდი. ბოდიშს გიხდი იმისთვის, რომ მამაკაცისთვის დამახასიათებელი სიხისტე ხელს მიშლიდა, ის სითბო გამომეხატა, რომელსაც შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმსახურებდი. უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
Next post ფრანგი დედა 10 წლის განმავლობაში მკვდარ ჩვილებს მაცივარში მალავდა