ზესტაფონში იუსტიციის სახლის მშენებლობა გრძელდება

Read Time:34 Second

მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ხაშურის იუსტიციის  სახლის მშენებლობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვინიანიძესთან, ერთად ზესტაფონში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ზესტაფონელები  უკვე მიმდინარე წელს შეძლებენ და  ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის  საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

ზესტაფონის ფილიალი იმერეთის რეგიონში 23-ე იუსტიციის სახლი იქნება.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი
Next post გიული ალასანია: ჩემს შვილს მოვუტანე – ქათმის ნახარში, მჭადი, ვაშლის ოლადები, შოკოლადი, პური, კიტრი