ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი

Read Time:38 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას გამოეხმაურა.

„რეალურად რა მოხდა. მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად ფრაქცია დატოვა რომან გოცირიძემ და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო ხელს უწყობს მათ დაშლას. ამის გამო გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა. შემოდიან კომიტეტებზე, მერე ისევ სხვა ვითარება ექნებათ და შეიცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი. კარგია, კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი. ხაბეიშვილს ახლა არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ ვიცით, რომ ის არის ფორმალური თავმჯდომარე და სინამდვილეში კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ ყველაფერს ამ პოლიტკურ პარტიაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ პარტიაში. არც ხაბეიშვილის სიტყვა და არც მისი რეპუტაცია არავის აინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. რა არის აქ გასაკვირი, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს
Next post ზესტაფონში იუსტიციის სახლის მშენებლობა გრძელდება