მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. რა არის აქ გასაკვირი, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს

Read Time:25 Second

როცა შეფასება კეთდება ამერიკულ და რუსულ კანონზე, ჩვენს სახელწოდებაში განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ინდივიდუალურად არავის ვეხებით, აქ ორგანიზაციაზეა საუბარი. უცხოური გავლენის აგენტი ორგანიზაციას დაერქმევა, რაც რეესტრში გატარდება და რომელიმე თანამშრომლის სტიგმატიზება არ იქნება, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. მოძრაობის წევრის თქმით, კანონპროექტის სულისკვეთება სულ სხვა რამეში მდგომარეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გვაინტერესებდეს, უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. რა არის აქ გასაკვირი იმაში, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე [უნდა] იყოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ერთი თეთრი არ წამიღია საქართველოდან, სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად
Next post ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი