ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს სცემეს

Read Time:28 Second

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ როვშან ისკანდაროვს სცემეს.

მისივე თქმით, ისკანდაროვი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ქველაძემ სცემა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მორიგი პროვოკაციები. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სოფელ სადახლოში სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით არ დაეწერა სკოლის კედელზე წარწერა – „მიშა ჩამოდი, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება. ჩვენს კანდიდატს დაზიანებები აქვს მიყენებული გულმკერდისა და სახის არეში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

თავად ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების” წევრები, მათ თავად დაესხნენ თავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა
Next post საქალაქო სასამართლო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო