ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, აქედან გამომდინარე დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე, საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს

Read Time:1 Minute, 17 Second

ბიძინა ივანიშვილის იურისტები „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე შვეიცარიის პარლამენტსა და საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს მიმართავენ. იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დი-ში“ განმარტავენ, რომ დარღვევები კანონმდებლების მეტ ყურადღებას იმსახურებს. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველები აპირებენ გაასაჯაროონ მათსა და ბანკს შორის მიმდინარე კომუნიკაცია.

„მინდა, რამდენიმე განმარტება გავაკეთო რამდენიმე ახალ საკითხთან. განცხადებაში საუბარი იყო, რომ განზრახული გვაქვს, მივმართოთ შვეიცარიის პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. ასეთი სურვილი და გეგმა განპირობებულია ორი მიზეზით. აქ საუბარი არის არა მხოლოდ იმ დარღვევათა ხასიათზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს დავაში, არამედ ჩვენი მიმართვა განპირობებულია კიდევ ერთი გარემოებით, რომ „კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, არის მისი სისტემის შემქმნელი, აქედან გამომდინარე, დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე და არა მარტო ჩვენს საქმეზე, ვფიქრობთ, საჭიროებს, მოითხოვს კანონმდებლობისა და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას.

ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს, თუ თვალს გადავავლებთ დარღვევებს, რასაც ჩვენს საქმეზე ადგილი აქვს, რომ მენეჯმენტის დამოკიდებულება არა მარტო საკუთარი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, არამედ ზოგადად, შვეიცარიული საბანკო სისტემის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კითხვებისა და არცთუ უსაფუძვლო ეჭვების მიზეზია.

სწორედ ამით არის ნაკარნახევი ჩვენი სურვილი, ამით არის ნაკარნახევი ჩვენი მოტივი, რომ კანონმდებლის, შვეიცარიული ინსტიტუტების ყურადღება მივაქციოთ ამ პრობლემას, რომ ამ ბანკს დროზე მიეხედოს და აღმოიფხვრას არა მარტო უსწორობა ჩვენს საქმეზე, არამედ უსწორობა ყველა სხვა არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი სიახლე, რაზედაც ჩვენ განცხადებაში ვთქვით, ეს არის ალბათობა, შესაძლებლობა, რომელსაც ასევე განვიხილავთ, რომ გამოვაქვეყნოთ, გავასაჯაროოთ კრიტიკული კომუნიკაცია. ესეც ნაკარნახევია საკითხისადმი სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულებით, რათა აუდიტორიას არ შეექმნას შთაბეჭდილება და წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებთ ან რაღაც საკითხები არის ჩვენი ინტერპრეტაციის. კონკრეტული დოკუმენტებია, რაზედაც დაფუძნებული იქნება ჩვენი პრეტენზია“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა მანჯგალაძე – მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს 3 000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია, საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო
Next post გია გაბრიჭიძე: შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა