ექსკლუზივი-ისრაელის ცის „რკინის თაღი“

Read Time:41 Second

„რკინის თაღი“ – ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო  საჰაერო თავდაცვის სისტემის მრავალსაფეხურიანი თავდაცვის ერთერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც „ცაჰალის“ – ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ მუშავდება.

თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და განვითარების სამმართველომ რამდენიმე დღის წინ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „რკინის თაღის“ მეტად სრუყოფილი ვარიანტის გამოცდა დაასრულა.

გამოცდა ერთერთ სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობდა, რომელიც ქვეყნის ცენტრშია განლაგებული. გამოცდაში მონაწილეობას იღებდნენ, „ცაჰალის“ საჰაერო თავდაცვის, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ქვეგანაყოფები. გამოცდის დროს თავდასხმის მოგერიების სხვადასხვა სცენარი მუშავდებოდა, მათ შორის საზღვაო-სარაკეტო შეტევის მოგერიების სცენარიც.

„რკინის თაღის“ მოდერნიზებული ვერსია სულ მალე ოპერატიული ექსპლუატაციისათვის საჰაერო თავდაცვის ძალებს გადაეცემა. აგრეთვე იგი ინტეგრირებული იქნება სამხედრო გემების, უახლესი კორვეტების „საარ-6“ თავდაცვის სისტემებში. პირველი ოთხი ასეთი ხომალდი, რომელსაც სახელად „მაგენი“ მიენიჭა უკვე ისრაელშია.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას „რკინის თაღს“ ისრაელის თავდაცვის კონცერნი „რაფაელი“ აწარმოებს, ხოლო მის რადარებს კომპანია „ელტა“. ეს უკანასკნელი ისრაელის საავიაციო კონცერნის შემადგენელი მაწილია.

სერგი პოდრაჟანსკი იერუსალმიდან.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენია საქართველოში დედების საშუალო ასაკი მშობიარობისას. სტატისტიკა
Next post მარტვილში ოთხი სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება