ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირის წარუმატებლობამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ადეკვატურად ეპასუხა, რუსეთს უბიძგა, აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები გაეგრძელებინა

Read Time:42 Second

ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმოს რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი ჩარევა შეიარაღებულ კონფლიქტებში. ამის შესახებ რუსეთისა და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დესტაბილიზაცია და გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაა მოყვანილი.

„ევროკავშირის წარუმატებლობამ ადეკვატურად ეპასუხა რუსეთის სხვადასხვა აგრესიაზე 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთს უბიძგა გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები, როგორც თავის სამეზობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რითაც შეასუსტა და შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა ევროპაში და სხვაგან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი კრიტერიუმების შესრულების მხარდაჭერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა
Next post ყველაზე კარგი ადგილია, სადაც განტვირთვა შემიძლია” – ანუკი არეშიძის მშობლების კარ-მიდამო სოფლად