“დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად” – რჩევები გენიალური სოფი ლორენისგან

Read Time:1 Minute, 33 Second

“დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად” – რჩევები გენიალური სოფი ლორენისგან

გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიელი მსახიობია, ასევე წლებია სილამაზის ეტალონად მიიჩნევა, 80 წლის ასაკშიც უზადოდ გამოიყურება. ბევრისთვის არის მისაბაძი მისი შრომისმოყვარეობა, ღირსეული ქცევები, მისი სიყვარული ოჯახისადმი, ქმრისადმი და ორი არაჩვეულებრივი ვაჟისადმი. როგორია სოფიას სილამაზისა და ბედნიერების საიდუმლო? ამას მისი ციტატებიდან შეიტყობთ:
* კარგი ოჯახური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი სიყვარულია: სიყვარული მათ მიმართ, ვისთვისაც ამზადებ.
* დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად.
* ტანსაცმელი პიროვნების გამოხატვის ყველაზე მარტივი საშუალებაა.
* მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.

* ხასიათი სილამაზის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
* არსებობს სილამაზის წყარო: ეს თქვენი ჭკუაა, თქვენი ნიჭი, შემოქმედება, რომელიც შეგაქვთ თქვენს ცხოვრებაში და საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. როცა ისწავლით ამ წყაროდან შესმას, ნამდვილად დაამარცხებთ ასაკს.
* კარგი გარეგნობა ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, ამას ეშხიც დაუმატეთ და სამყარო თქვენს ფერხთითაა.
* ქალი, რომელსაც მტკიცედ სჯერა თავისი სილამაზის, შეძლებს და ბოლოს და ბოლოს სხვებსაც დააჯერებს ამას.
* ქალი მამაკაცის ცხოვრების წესი, სტილი და დონეა.

* სილამაზე ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.
* მამაკაცები ჭკვიან ქალებს აფასებენ, ლამაზ ქალებს – თვალებით ეძებენ ბრბოში და მხოლოდ მომხიბვლელებს არ ივიწყებენ.

mshoblebi

* თუ გოგონა საოცრად ლამაზია ყმაწვილობაში, მაგრამ დაფანტულია და არაფერი მიჰყავს ბოლომდე – სილამაზე მალე ჩაივლის. თუ საკმაოდ მოკრძალებული გარეგნობა აქვს, მაგრამ ძლიერი ხასიათი – ხიბლი წლიდან წლამდე მოიმატებს.
* მიიჩნევა, რომ სახის ნაკლოვანებები უნდა დაიფაროს. მაგრამ რა არის ნაკლი? ძალიან ხშირად უჩვეულო ნაკვთების გამოჩენა ჯობს და არა დამალვა.
* თუ მოახერხეთ საკუთარ თავში ბავშვის სულის შენარჩუნება, თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო რამ წინ არის.
* ქალის სამოსი ისეა, როგორც ეკლიანი მავთულხლართი – თავის მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ხედს არ აფუჭებდეს.
* ქალს, რომელსაც არ უყვარს თავისი მამაკაცის ნაკლოვანებები, თვით ის კაციც არ უყვარს.
* ქალს არაფერი ისე არ ალამაზებს, როგორც რწმენა იმისა, რომ ლამაზია.
* მე შემიძლია ვთქვა “არა” თორმეტ ენაზე. ქალისთვის ეს სავსებით საკმარისია.
* უბრალოება გენიალურობის არსია.
* ძნელია გახდე განუმეორებელი, თუ ზარმაცი ხარ.

სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მსახიობი, 81 წლის სოფია ლორენი დოლჩე და გაბანას ახალი პომადის სახე გახდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უბერებელი ქალია.

mshoblebi

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვიციანი კობახიძეს: 150 კაცი ვზივართ პარლამენტში, შევაგროვოთ 100-100 ლარი და ვიყიდოთ დინამიკი
Next post 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება — ბახტაძე