გერმანია ჯავშანტექნიკის აქტიური თავდაცვის სისტემა TROPHY მიიღებს

Read Time:1 Minute, 15 Second

ისრაელისა და გერმანიის ფედერალურმა თავდაცვის სამინისტრომ ბუნდესვერისათვის ჯავშანტექნიკის აქტიური თავდაცვის სისტემის TROPHY-ის “მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული სისტემა ისრაელის კონცერნი RAFAEL-ის შექმნილია. ხელშეკრულება ითვალისწინებს TROPHY-ის სისტემის, აგრეთვე სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას და ოპერატიულ ტექნიკურ უზრუნველყოფას. მიწოდება რამდენიმე წელიწადის განმავლობაში განხორციელდება.

ბუნდესვერის ფედერალური სამმართველოს ერთერთმა ხელმძღვანელმა იურგენ შმიდტმა თქვა: „ჩვენ მოუთმენლად ველით კარგად გამოცდილი თავდაცვის სისტემის TROPHY-ის ჩვენი ქვეყნის ძირითადი საბრძოლო მანქანის, ტანკის LEOPARD-2-ის დაცვისთვის გამოყენებას. მადლობას ვუხდით ისრაელის თავდაცვის სამინისტროს, გერმანელი სამხედროების სასარგებლოდ თანამედროვე აქტიური თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფაში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა თავის მხრივ განაცხადა: „კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების თავდაცვის სტრუქტურები მაღალ შეფასებას აძლევენ ისრაელის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. გერმანიის მხრიდან ასეთი ნდობის გამოჩენა ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე ადასტურებს ისრაელის ინდუსტრიულ სიძლიერეს“.

კონცერნი RAFAEL-ის ერთერთმა ხელმძღვანელმა რან გოზალმა ხაზი გაუსვა: ”გერმანია უერთდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც უკვე აირჩიეს TROPHY, რათა დაიცვან თავიანთი ჯარები და აღჭურვილობა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მუდმივი მუქარისგან. მადლიერი ვართ გერმანიის მთავრობის, ჩვენი გამოცდილებისადმი ნდობისთვის და ველოდებით ნაყოფიერ თანამშრომლობას LEOPARD-2 შემქნელ საწარმოსთან KMW- სთან. ”

TROPHY, სისტემა, რომელიც ისრაელში ცნობილია როგორც “Windbreaker”, „ქარსაცავი“ (ებრაულად – “Meil Ruach”) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ აქტიურ თავდაცვით სისტემად ითვლება, რომელსაც შეუძლია ჯავშანტექნიკის დაცვა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისაგან და სარაკეტო ცეცხლისგან. ეს სისტემა მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება ისრაელის თავდაცვის ძალებში „მერკავა -4“ ტანკებზე და „ნამერის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებზე. სისტემა სამხედრო ოპერაციების დროს გამოიცადა და ისრაელის თავდაცვის არმიის, „ცაჰალის“ მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. სისტემა დამონტაჟებულია „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე აშშ-ს არმიაში.

ფოტოზე: TROPHY სამუშაოს შესრულებისას

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს/RAFAEL პრესსამსახურის ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს თბილისის მერის კახა კალაძის დაბადების დღეა
Next post კახა კუჭავა: ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი