ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა [ვიდეო]

Read Time:28 Second

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.

დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკის ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა  შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს.

ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ,  რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან. ასევე უცნობია,  რამდენი საცავია გატეხილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
Next post თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული ძმების სახლი მათი დაკრძალვისას გაქურდეს