ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა

Read Time:1 Minute, 2 Second

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით და კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით, სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა საქართველოშიც და სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი, რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიო
მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარდება გადაიდო და გაუქმდა.

„ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.

საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა.

ამასთან, მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი გახლდათ არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც, თუმცა შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ეს ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. შესაბამისად, ჩვენმა სპორტსმენებმა საწვრთნელი შეკრებები შეწყვიტეს და სახლებს დაუბრუნდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა, ერთ დღეში 15 ადამიანი დაინფიცირდა და 1 318 გამოჯანმრთელდა
Next post ამირან გამყრელიძე: არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა