ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა, ერთ დღეში 15 ადამიანი დაინფიცირდა და 1 318 გამოჯანმრთელდა

Read Time:20 Second

ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ვირუსის საფრთხის გამო, ჩეხეთმა გერმანიისა და ავსტრიის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შენგენის ზონის ქვეყანა საზღვარზე შემოწმებებს 13 მარტიდან დაიწყებს.

ასევე, კალიფორნია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის, მარტის ბოლომდე 250-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში არის გავრცელებული

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
Next post ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა