ამირან გამყრელიძე: არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა

Read Time:48 Second
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.
 
„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთბები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს“ – მიუღებელია ასეთი მიდგომა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
 
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
 
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა
Next post პაატა იმნაძე: დედა ტყუილებს ნუ აზიარებ