არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: საქართველოში შემოსვლიდან დაწყებული დღემდე, მან აჩვენა, რომ არის უსუსტესი ლიდერი და დაკარგა პოლიტიკური წონა საკუთარ გუნდში

Read Time:37 Second

მის პარტიულ მეგობრებს არათუ არ ადარდებთ, არამედ პირიქით, მისი მაგალითი მათ აღიქვეს, როგორც ძალიან სუსტი მაგალითი ლიდერის მხრიდან – მე ამაში დარწმუნებული ვარ. პარტიაში მიმდინარე დაშლისა და გადანაწილების პროცესი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მისმა თანაგუნდელებმა გაიგეს სინამდვილეში ვინ არის და ვინ იყო ამ წლების განმავლობაში მათი ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც მოიხადეს სასჯელები, გამოვიდნენ და დღეს კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას. მათ გაიგეს, რომ ჰყავთ ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია 1 თვეც კი პენიტენციურ სისტემაში ღირსეულად გაატაროს და შეინარჩუნოს ის მორალური სტანდარტი, რომელიც ევალება პოლიტიკურ ლიდერს, მით უმეტეს, ყოფილ პრეზიდენტს. საქართველოში შემოსვლიდან დაწყებული დღემდე, მან აჩვენა, რომ არის უსუსტესი ლიდერი და დაკარგა პოლიტიკური წონა საკუთარ გუნდში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს ოჯახი გმირების სამჭედლოა!! განახლდა ტკივილი..უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერია, აფხაზეთის მოში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ძმიშვილია
Next post ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის, პუტინს დაელაპარაკოს, თუ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს