![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2022/01/1630017433-ჯო-ბაიდენი.jpg)
ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის, პუტინს დაელაპარაკოს, თუ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთი რაციონალური გზა არსებობს – პუტინმა უკრაინიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.
„მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ აპირებს ამას. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის იმისთვის, რომ ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ წარმოუდგენელ ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს. ამაზრზენია ის, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბაიდენმა დასძინა, რომ მას არ აქვს პუტინთან კონტაქტის უახლოესი გეგმები, მაგრამ „მზად არის დაელაპარაკოს“ რუსეთის ლიდერს, „თუ რეალურად არსებობს ინტერესი, რომ ის გადაწყვეტს, რომ ეძებს გზას ომის დასრულებისთვის“.
„თუ ეს ასეა, სიამოვნებით დავჯდები პუტინთან, რომ ვნახო, რა სურს მას, რა აქვს მხედველობაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამასობაში, ვფიქრობ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ის, რაც თქვა ემანუელ მაკრონმა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრამპი საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომაზე: არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის, კიმბერლი ჩიტლის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. „არასდროს...
ეთიოპიაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 229-მდე გაიზარდა
ამის შესახებ ინფორმაციას ეთიოპიის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ეთიოპიაში, ქვეყნის დედაქალაქიდან ადის-აბებიდან სამხრეთ დასავლეთით მდებარე გოფის რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა...
ნეთანიაჰუ: ისრაელი აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ მომავალ პრეზიდენტად
ისრაელი აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩება ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ პრეზიდენტად ნოემბერში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ...
ინდოეთში ნიპაჰის ვირუსით 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა – კერალას შტატის ხელისუფლება პრევენციულ ზომებს იღებს
ინდოეთში, ნიპაჰის ვირუსს 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა, მაღალი რისკის კატეგორიაში კი 60 ადამიანი შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კალიკუტის Aster...
ბაიდენი დემოკრატებს კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს
კანდიდატურას სთავაზობს. ბაიდენი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს და წერს: "ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა...
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილში ბაიდენი აღნიშნავს,...